სამყარო ჩვენს ირგვლივ ვითარდება, ასევე ვითარდება რენჯ როვერი. ელექტრო ავტომობილის მართვით თქვენ ხელს უწყობთ გამონაბოლქვის დონის და, შესაბამისად, თქვენი ნახშირბადის კვალის შემცირებას. ამ მიზნების რეალიზაციისთვის, ჩვენი SUV-ების ენერგიის ძირითად წყაროდ და ჩვენი სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტად ელექტროენერგია ავირჩიეთ.
თუმცა ჩვენი ამბიციები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. გაეცანით ჩვენს ხედვას ეკოლოგიური მდგრადობის და კომფორტის გაერთიანებასთან დაკავშირებით და გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა ელექტრო ავტომობილზე გადასვლის მეშვეობით.
ელექტრო და ელექტრო-ჰიბრიდული ავტომობილების შექმნის გარდა, ჩვენი მიზანია 2039 წლისთვის ნახშირბადის ემისიის დონე დავიყვანოთ ნულამდე ჩვენი ბიზნესის ყველა სფეროში — დაწყებული ჩვენი მიწოდების ჯაჭვით და დამთავრებული ჩვენი წარმოების პროცესებით.
ჩვენს საწარმოო ქსელში ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნახშირბადის ემისიის ნულოვან ნიშნულზე დაყვანისთვის 100%-ით განახლებადი, ნულოვანი ემისიის მქონე ელექტროენერგიის გამოყენებით გაერთიანებული სამეფოს ყველა ობიექტზე.
გამძლეობა, როგორც სტანდარტი. ჩვენი ელექტრო ავტომობილის აკუმულატორს მოყვება გარანტია, რომელიც მოქმედებს რვა წლის განმავლობაში ან 160 000 კილომეტრის გავლამდე, ხოლო ელექტრო ჰიბრიდების აკუმულატორის გარანტია მოქმედებს ექვსი წლის განმავლობაში ან 100 000 კილომეტრის გავლამდე — ამათგან რომელიც უფრო მალე დადგება.
ჩვენი პროდუქტის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვრჩებით ეკოლოგიური მდგრადობის სტრატეგიის მიმართ ერთგულნი ნარჩენების გადამუშავების პროგრამების რეალიზაციის მეშვეობით.
ელექტრო და ელექტრო-ჰიბრიდული ავტომობილების ყოველდღიურად მართვით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გარემოზე ზემოქმედება.