ავტომობილის სახლის პირობებში სწრაფად და კომფორტულად დამუხტვისთვის გირჩევთ გამოიყენოთ პროფესიონალის მიერ დამონტაჟებული სახლის დამტენი — რომელსაც ასევე უწოდებენ კედლის ბლოკს ან სახლის პირობებში დამუხტვის სადგურს.
სანამ ავტომობილს შეიძენთ, სახლის დამტენის ჩვენ მიერ შერჩეული მომწოდებლები დაგეხმარებიან ამ მოწყობილობის თქვენს სახლთან თავსებადობის შემოწმებაში. მისი მონტაჟის შესაძლებლობა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად თქვენი სახლის სიძველეზე, კერძო პარკინგის ხელმისაწვდომობაზე და სათანადო ელექტრო ქსელის არსებობაზე.
ბევრი პროვაიდერი გთავაზობთ კაბელიან და უკაბელო კედლის ბლოკებს.
კაბელიანი კედლის ბლოკის კომპლექტში შედის ფიქსირებული კაბელი, რომელიც უკავშირდება თქვენი ავტომობილის დამუხტვის პორტს. უკაბელო კედლის ბლოკი გთავაზობთ მეტ მოქნილობას, რადგან ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ავტომობილში არსებული დამტენი კაბელი.
ღამით დამუხტვის შესაძლებლობა არა მარტო ავტომობილის დამუხტვის რუტინას გაგიმარტივებთ, არამედ საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ან გამოიყენოთ რამდენიმე პროვაიდერის მიერ შემოთავაზებული განახლებადი ენერგია.
დამუხტვის დროების დასაყენებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ტელეფონში დაინსტალებული რენჯ როვერი InControl აპლიკაცია1.
1InControl ფუნქციები, ვარიანტები და მათი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბაზარზე — ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის და სრული პირობების გასაცნობად მიმართეთ თქვენს დილერს. კონკრეტული ფუნქციების გამოყენებისთვის საჭიროა შესაბამისი sim ბარათი და კონკრეტული სერვისის პაკეტის გამოწერა, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს დილერს. მობილური ქსელის ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ადგილმდებარეობაზე გარანტირებული არ არის.